სიტი ნიდერლანდელისთვის იბრძოლებს

მანჩესტერ სიტის ახალი სამიზნე იუვენტუსის მცველი მატიას დე ლიხტია. EL Nacional-ს ცნობით, ქალაქელები მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდებიან.

ცნობილია, რომ დე ლიხტი უკმაყოფილოა იუვენტუსში მისი პოზიციით და მინო რაიოლას სხვა გუნდის მოძებნა სთხოვა. ისიც სათქმელია, რომ ნიდერლანდელით ბარსელონაცაა დაინტერესებული.

დე ლიხტი იუვენტუსში 2019 წლის ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა. ამ სეზონში ფეხბურთელმა 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *