სკანდალი! იაპონიაში ქართველი პარაოლიმპიელი სასტუმროს დაცვას ფიზიკურად გაუსწორდა

ტოკიოს პოლიციაში ქართველ პარაოლიმპიელზე საქმე აღიძრა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება,  ერთ-ერთი ქართველი პარაძიუდოისტი სასტუმროს დაცვას თავს დაესხა და სცემა.

იაპონური წყაროები დაკავებულის სახელსა და გვარს არ ასახელებენ.

როგორ ირკვევა, ქართული დელეგაციის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო ისინი ჰადენას აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმროში გადაიყვანეს და კარანტინში მოათავსეს. შემთხვევა სწორედ ამ სასტუმრშო, 12 აგვისტოს მოხდა. დაცვის თანამშრომელმა ქართველ სპორტსმენებს შენიშვნა ხმაურის გამო მისცა და თხოვა რომ საკუთარ ოთახებში დაბრუნებულიყვნენ, რასაც კონფლიქტი მოყვა.

დაცვის თანამშრომელი, რომელიც ქართველმა პარაძიუდოისტმა სცემა, 60 წლის მამაკაცია და როგორც FujiTV წერს მას ნეკნი აქვს გატეხილი. ქართველმა სპორტსმენმა პოლიციასთან დაკითხვისას აღიარა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. სავარაუდოდ, სპორტსმენს საქართველოში დააბრუნებენ.

შეგახსენებთ რომ პარაოლიმპიადა ტოკიოში 24 აგვისტოს დაიწყება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *