ოთხი ერის გათამაშების ორგანიზატორმა სანზაარმა დაადასტურა, რომ არგენტინის ნაკრების ექვსმა მორაგბემ და გუნდი ორმა მენეჯერმა სამედიციონო პროტოკოლით გათვალისწინებული წესები დაარღვის, როის გამოც ისინი ბოლო ტურის მატჩში ავსტრალიის ნაკრებთან ვერ ივარჯიებენ.
პაბლო მატერამ, ხოაკინ დიას ბონილამ, ფელიპე ესკურამ, სებასტიენ კანსელიერიმ, სანტიაგო მედრანომ, სანტიაგო სოჩინომ, ასევე მენეჯერმა ლუკას ჩიოკარელიმ და ვიდეო ანალიტიკოსმა როდრიგო მარტინესმა თვითნებურად, ნებართვის გარეშე გადაკვეთეს ახალი სამხრეთ უელსის საზღვარი და ბაირონ ბეის სანახავად გაემგზავრენ, რომელიც ამ რეგიონის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა.
უკან დაბრუნებული არგენტინელები კი, ქვიზლენდის მესაზღვრეებმა ტერიტორიაზე აღარ შეუშვეს. ამ დარღვევის გამო, როგორც უკვე ვთქვით, ზემოთ ჩამოთვლილი პირები ტურნირიდან გაძავებულნი არიან.
როგორც სანზაარის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, არგენტინის ნაკრები ავსტრალიაში 44-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით იმყოფება და თავისუფლად შეუძლია ვოლაბების წინააღმდეგ გუნდი გამოიყვანოს. მატჩო, ინციდენტის მიუხედავად, 2 ოქტომბერს მაინც გაიმართება.