სკანდალი UFC-ში – მებრძოლი ბრძოლისას სავარაუდოდ ორსულად იყო

ბოლო დღეებში, 31 წლის რუსი მებრძოლის, იანა კუნიცკაიას ირგლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. საქმე იმაშია, რომ იანამ 16 აგვისტოს გამოაქვეყნა ფოტო, სადაც გულშემატკივრებს ამცნო, რომ ორსულადაა. არადა მან სულ რაღაც 1 თვის წინ, 11 ივლისს, UFC 264-ზე იბრძოლა. საქმე ისაა, რომ ფოტოზე იანას მუცელი საკმაოდ დიდია, რაც ბადებს ეჭვს, რომ იგი 1 თვეზე დიდი ხანია რაც ორსულადაა და ბრძოლის დროს, ოქტაგონზე სწორედ ამ მდგომარეობაში იბრძოლა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნული ამბავი განხილვის საგანი აქტიურად გახდა, მებრძოლმა გამოაქვეყნა ფოტოები წინა ორსულობიდან, სადაც 2 თვისას უკვე საკმაოდ დიდი მუცელი ჰქონდა.
“ყველაფერს ნათელი მოვფინოთ – მე ორსულს არ მიბრძოლია. ამ ფოტოებზე მე ორი თვის ორსული ვარ, უბრალოდ ასე რეაგირებს ჩემი სხეული ორსულობაზე. ნუ მწერთ და თქვენს საქმეს მიხედეთ.”

როგორც წესი, UFC ქალ მებრძოლებს ბრძოლის წინა სამედიცინო პროცედურებისას ყოველთვის ამოწმებს ორსულობაზე. რა მოხდა იანას შემთხვევაში – ორგანიზაციას გამოეპარა ორსულობა თუ ბრძოლისას მართლა არ ყოფილა იანა ორსული, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *