სკოტი ვილბეკინი – ევროლიგის 1 ტურის MVP

ევროლიგის 2021-22 წლების I ტურის საუკეთესო მოთამაშე თელ-ავივის „მაკაბის“ გამთამაშებელი სკოტი ვილბეკინი გახდა. ამერიკელმა უკანახაზელმა დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში „მიუნხენის ბაიერნთან“.

მეოთხე მეოთხედში „მაკაბიმ“ 15 ქულა ჩააგდო, აქედან 13 სკოტის ანგარიშზე გახლდათ. სწორედ ვილბეკინის ზუსტად შესრულებული საჯარიმო ტყორცნით გახდა ანგარიში 69:68, რომელიც საფინალო სირენამდე აღარ შეცვლილა.

ვილბეკინმა მატჩი 28 ქულით (7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი, 8-დან 8 საჯარიმო), 3 პასით და 3 ჩაჭრით დაასრულა, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაირღვა თამაშის წესები.

ამერიკელმა გამთამაშებლის მარგიქმედების კოეფიციენტმა +32 შეადგინა, რამაც განაპირობა მისი MVP-ს ტიტული.

„ეფესის“ გამთამაშებელ შეინ ლარკინს +35 ქონდა მარგიქმედება, თუმცა მისმა გუნდმა გამანადგურებელი მარცხი იწვნია „რეალთან“, შესაბამისად დამარცხებული გუნდიდან ტურის საუკეთესო მოთამაშე არ სახელდება.

MVP-ის კანდიდატთა შორის მესამე ადგილზე გავიდა „ბარსელონას“ მძიმე ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი(+31), რომელმაც 18 წუთში 22 ქულა ჩაუგდო „ალბას“, კატალონიურმა კლუბმა კი გაანადგურა მეტოქე 96:64.

ევროლიგის პირველ ტურში ყველაზე მეტი ქულა სკოტი ვილბეკინმა დააგროვა – 28, ყველაზე მეტი მოხსნა ‘რეალის“ კაბო-ვერდელ ცენტრ ვოლტერ ტავარეშს ქონდა – 12, 11-11 დაუგროვდათ პაპაიანისს და სიკმას.

მეპასეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ნიკოლა ლაპროვიტოლამ (7), „ფენერბაჰჩეს“ მაისურით დებიუტი ქონდა პიერია ჰენრის, რომელმაც პირველივე მატჩში 5 ჩაჭრა განახორციელა.

დაფარებებში გამოირჩა ლენდრი ნოკო – „ბასკონიას“ 208 სმ სიმაღლის ცენტრმა ოთხჯერ დააბლოკშოტა „ოლიმპიაკოსის“ კალათბურთელები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *