სკუდეტო ნაპოლისაა? – ინძაგის პასუხი

სამპდორიასთან ფრეს შემდეგ (0:0), მეორე ადგილზე მყოფი ინტერი ნაპოლის უკვე 15 ქულით ჩამორჩება. მატჩის შემდეგ, ნერაძურის მთავარ მწვრთნელს, სიმონე ინძაგის სკუდეტოს შესახებ ჰკითხეს, აქვთ თუ არა ჩემპიონობის შანსი…

“მხოლოდ ჩვენს ფეხბურთზე უნდა ვკონცეტრირდეთ. სამი გამარჯვება გვქონდა ისე, რომ გოლი არ გავუშვით, კარგი მომენტები დავიჭირეთ. შედეგმა იმედი გაგვიცრუა, მაგრამ ძალიან ორგანიზებულ სამპდორიასთან მომენტები შევქმენით, თუმცა შეტევის დასრულება ვერ მოვახერხეთ,” – თქვა ინძაგიმ.

სავარაუდოდ, ინტერის მწვრთნელი ფეხბურთელებს მოტივაციას არ უკარგავს, მაგრამ 15 ქულა?!…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *