სლოვაკეთმა პოლონეთთან 3 ქულა აიღო

ევროპის ჩემპიონატზე მორიგი შეხვედრა გაიმართა. E ჯგუფში ერთმანეთს პოლონეთისა და სლოვაკეთის ნაკრებები შეხვდნენ, მატჩი სლოვაკთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკებმა მეტოქე დაჯაბნეს და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს. პოლონელები საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ და შედეგიც საკმაოდ ლოგიკურია.

ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა. ჰარასლინმა მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა, საჯარიმოში შევიდა და ძლიერად დაარტყა, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ შჩესნის და ისე აღმოჩნდა სლოვაკთა კარის ბადეში. გოლი საბოლოოდ პოლონელ მეკარეს ჩაეთვალა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ნახევარ წუთში 1:1 გახდა. პოლონელები რამდენიმე სვლიანი კომბინაციის შემდეგ საჯარიმოში შევიდნენ, ლინეტმა რიბუსს უპასა და მანაც ახლო მანძილიდან შეაგდო.

პოლონელები მალე ათნი დარჩნენ. 62- წუთზე მსაჯმა კრიხოვიაკს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მასაც თამაშის დროზე ადრე დატოვება მოუწია.

69-ე წუთზე სლოვაკთა ლიდერმა მილან შკრინიარმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. კუთხურის შემდეგ მარეკ ჰამშიკმა თავით ითამაშა, ბურთი შკრინიარს მიუვიდა და მანაც ძლიერი დარტყმით შეაგდო.

მეორე ტურში სლოვაკეთი შვედეთს შეხვდება, პოლონეთი კი ესპანეთთან ითამაშებს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *