სლოვანი ოლიმპიაკოსთან პენალტებში დამარცხდა… [ვიდეო]

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბრატისლავას სლოვანმა პირეოსის ოლიმპიაკოსი მიიღო. პირველი შეხვედრა, საბერძნეთში, ფრედ – 1:1 – დასრულდა. ეს მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს იმიტომ იწვევდა, რომ სლოვანში სამი ქართველი – ჩაკვეტაძე, კანკავა, კაშია – თამაშობს, თანაც სამივემ ძირითადში დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორიულ უპირატესობას სლოვანი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, თუმცა წინ სულ ოლიმპიაკოსი გადიოდა, ბრატისლავურ გუნდს კი გათანაბრება უწევდა.

ძირითადი დრო 1:1 მორჩა, თუმცა გუნდები სანამ დამატებითი დროის სათამაშოდ გავიდოდნენ, მსაჯმა, საკამათო სიტუაციაში, სლოვანის მცველი, აბენა გააგდო.

90-ე წუთზე, ვლადიმირ ვაისმა ჯაბა კანკავა შეცვალა.

პირველი დამატებითი დრო ქართველი ფეხბურთელებისთვის ცუდად დაიწყო – კამარამ ბერძნები წინ გაიყვანა.

10 კაცით, დამატებით დროში, ბერძნული გრანდის წინააღმდეგ გათანაბრება რთულია, თუმცა ეს სლოვანმა მოახერხა. გურამ კაშის პასით, გრინმა გუნდი პენალტებამდე მიიყვანა.

ძირითადი დრო: 2:2

პენალტების სერიაში, სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძემ ვერ გაიტანა, რითაც გამარჯვების დარტყმის საშუალება გამოცდილ ვალბუენას მისცა, რომელმაც ეს გამოიყენა და ოლიმპიაკოსი პლეი-ოფ-ში გაიყვანა…

 

ძირითადი დრო

პენალტები

Leave a comment

Your email address will not be published.