კონფერენს ლიგის მე-5 ტურში ბრატისლავას სლოვანმა პიუნიკს უმასპინძლა. შეხვედრა სლოვაკთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა და სომეხთა კარში პირველი გოლი გურამ კაშიამ გაიტანა. ჩვენებურმა ანგარიში 84-ე წუთზე გაათანაბრა, სლოვანმა კიდევ ერთი შეაგდო და ქამბექით 2:1 გაიმარჯვა.
კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლომდე გაისარჯა, ასევე ძირითადში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 87-ე წუთზე შეცვალეს, ჯაბა კანკავა კი ვლადიმირ ვაისის გუნდის განაცხადში დისკვალიფიკაციის გამოა არ ყოფილა.