მარიამ ფროდიაშვილისა და ცოტნე მაჭავარიანის დუეტმა ტყვიის სროლში სლოვენიის გრან პრი მოიგო. ჩვენმა წყვილმა ქალაქ რუსეში მიმდინარე ამ ტურნირის ფინალში 16:14 დაამარცხა სომხური წყვილი და ჩემპიონი გახდა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეორე დუეტიც გამოდიოდა – ლიზი კილაძე და აკაკი მოსულიშვილი. მათ ჯამური 566 ქულა დააგროვეს, რაც 16 გუნდს შორის მე-10 ადგილი აღმოჩნდა და პლეი ოფში ვერ გავიდნენ.
15 იანვარს რუსეში გუნდური შეჯიბრებაა. ჩვენები ორივეგან გამოვლენ – ქალებშიც და ვაჟებშიც. ამის შემდეგ კი, სლოვენიიდან ხორვატიაში გადაინაცვლებენ, სადაც 17-21 იანვარს ოსიეკში იასპარეზებენ გრან პრის მორიგ ეტაპზე.