სლუცკი ხვიჩაზე: დიახ, ჩვენთან დაიწყებს

რუბინის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის გუნდის ახალ ამბებზე ჰკითხეს. მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას საკითხზეც:

 

– ხვიჩა ისევ გუნდშია?

 

– დიახ, სამშაბათს (ანუ დღეს) ვარჯიშზე უნდა იყოს…

 

ეს ჩვეულებრივია, ქართველ შემტევს კონტრაქტი აკავშირებს რუბინთან. თანაც, სანამ უცხოურ გუნდში გადავა, ვარჯიში ხომ სჭირდება.

 

ერთიც: უფრო დიდი შანსია, რომ კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაიყიდოს, ვიდრე მანამდე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *