სპალეტი: “აქ მარადონას უთამაშია და ყველას აჩვენა…”

ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ 13 იანვარს, მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ნეაპოლისკენ იქნება მიპყრობილი – ნაპოლი იუვეს დაუხვდება. ეს თამაში ისედაც საინტერესოა, მით უფრო, როდესაც გუნდები პირველ-მეორე ადგილს იკავებენ. რა თქვა მატჩის წინ სპალეტიმ?

“პირველ ნაბიჯს ვინ გადადგამს? – ვინც ცენტრს მოიგებს (იცინის). ჩვენ გუნდებს განსხვავებული ფილოსოფია აქვთ: ალეგრის გამარჯვებულის მენტალიტეტი იუვენტუსისას შესანიშნავად ეწყობა. რაც შეგვეხება ჩვენ, აქ მარადონას უთამაშია, მოიგო და ყველას აჩვენა, ფეხბურთი როგორი ლამაზი შეიძლება იყოს. მარადონას ფეხბურთი გვახსოვს და მისი მიბაძვით ვთამაშობთ. სავარაუდოდ, იუვენტუსი ბურთს დაგვითმობს და მოედანზე სივრცეები არ უნდა დავტოვოთ. ბალანსის დაკარგვა სახიფათოა.

რატომ არის იუვესთვის გოლის გატანა რთული? ისინი თავს ძალიან ღრმად იცავენ, ამ დროს იმ ფეხბურთის თამაში გიწევს, რაც მათ სურთ, მიუხედავად იმისა, მოგწონს ეს თუ არა. ჩვენ ისე ვითამაშებთ, როგორც ვიცით და როგორც ჩვენს ფანებს სიამოვნებთ.

ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. დაცვაში სოლიდურები უნდა ვიყოთ, რადგან იუვენტუსს მომაკვდინებელი კონტრ-შეტევები აქვს,” – თქვა სპალეტიმ

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *