სპალეტი კვარაზე: სალერნოში ვერა…

 

სალერნიტანა-ნაპოლის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გამოირიცხა. ხვიჩა გუნდს სალერნოში ვერ მიჰყვება…

ლუჩანო სპალეტი: “კვარაცხელია სალერნიტანასთან არ გვეყოლება. მაღალი ტემპერატურა აქვს. ექიმმა წამლები მისცა, რათა სიმპტომები მოეხსნა” (Areanapoli)

ნაპოლის მწვრთნელმა იმაზეც გააკეთა კომენტარი, რომ ულტრასები ვერ დაუჭერენ მხარს. როგორც იცით, სერია ა-ს ხელმძღვანელობამ ნაპოლისა და რომას ფანებს სტუმრად თამაშებზე დასწრება აუკრძალა. ავტომაგისტრალზე მათი ჩხუბისა და დებოშის გამო.

“არ ვიცი, ვერ გეტყვით რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილებაა. წესდებებში ვერ ვერკვევი. ახლა მნიშვნელოვანია ყველა დეტალი და განსაკუთრებით ფანები. ყველას გვმართებს ისე მოვიქცეთ, რომ პატივი ვცეთ საკუთარ კლუბსა და ქალაქს”. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *