იტალიის ჩემპიონატი დაბრუნდა და თან რა მატჩით – ჯუზეპე მეაცაზე, ინტერი ნაპოლის მიიღებს. შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე, სპალეტიმ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის – კვარაზეც…
“შესვენების შემდეგ, როგორია გუნდის მდგომარეობა? კარგად მოვემზადეთ, იმ ასპექტებზე ვიმუშავეთ, სადაც მოსამატებელი გვქონდა. ფეხბურთელებთან ინდივიდუალურად ვიმუშავეთ, პასუხებით კმაყოფილნი ვართ.
გადატვირთვა არ გვჭირდება, ისევ იქ ვართ, სადაც შესვენებამდე ვიყავით. 5 თვის წინ, ეს ზღაპრული მოგზაურობა დავიწყეთ, შესაძლოა წელიწად-ნახევრის წინაც, აქ როცა ჩამოვედი. ამ მოგზაურობას დასასრული არ აქვს.
ნაპოლის წინააღმდეგ შეთქმულება? არ ვფიქრობთ ასეთ თეორიებზე, მაგრამ ამას რაც ხშირად ახსენებთ, ეს ნიშანი იქნება, რომ რაღაც გასაუმჯობესებელია. სანდოობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა ჩვენს ქცევას უნდა დავაკვირდეთ, რას ვწერთ, ვლაპარაკობთ… ნეაპოლელ ხალხი ფეხბურთზე გიჟდება, ეს უნდა გამოვიყენოთ და მოედანზე კარგად ვითამაშოთ.
როგორ არიან ლობოტკა და კვარა? – ეს პერიოდი ბიჭებმა სწორად გამოიყენეს. “იუვე სტაბიასთან” (ამხანაგურ მატჩში) კვარამ და ლობომ თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს. კვარა თვითდისციპლინირებულია, კარგი ბიჭია, არაპროგნოზირებადი, რის გამოც ჩვენ მოედანზე დამატებით უპირატესობას ვიღებთ, მას მომენტების შექმნა არაფრისგან შეუძლია”