სპალეტი: მას თუ გაჰყიდიან, ნაპოლიდან წავალ…

ულტიმატუმი… ნაპოლის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ თუ კალიდუ კულიბალის გაჰყიდიან, გუნდიდან წავა. კულიბალი სენაგალელი მცველია და ბოლო ორი წლის განმავლობაში ხან რომელ გრანდს უკავშირებენ, ხან რომელს. ახლა იუვენტუსზე დაიწერა, მხარეები 40-მილიონიან ტრანსფერზე შეთანხმდნენო. კულიბალს ერთ წელიწადში უმთავრდება კონტრაქტი.

„კულიბალი არ იყიდება. შარშანაც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ თუ გაჰყიდიან, წავალ და კარს მოვიხურავ. კულიბალი ის ფეხბურთელია, რომელიც სულ მზადაა დასახმარებლად. ყველაფერს აკეთებს, რათა დონე კიდევ უფრო აიმაღლოს.

…ხალხი ამბობს, რომ მის ფასად ახალგაზრდებს მოიყვან, მაგრამ ვერ იყიდი ლიდერს, რომელიც ნეაპოლში განვითარდა, ქალაქით სუნთქავს და მოედანზე ასეთი თავდადებულია.

…კალიდუ სხვებს არ ჰგავს, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ამ დღეებში მის საკითხს განვიხილავთ“ (Football Italia)

ნაპოლი ბევრად საინტერესოა კლუბი გახდა ქართველებისთვის. რა შეხსენება გინდათ, უახლოეს პერიოდში ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდება.

Leave a comment

Your email address will not be published.