ლუჩანო სპალეტი სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს – “ანდრეა ფორტუნატოს პრიზი – სპორტი ცხოვრებაა”. ჯილდოს მიღების შემდეგ, სპალეტიმ ვრცლად ისაუბრა და ყურადღება ნაპოლის წარმატების ფორმულაზეც გაამახვილა:
“ფეხბურთელებს მოდუნების უფლებას არ მივცემ, რადგან ეს შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. მოედანზე სიკვდილისთვის მზად ვართ, რასაც კიმის საქციელი ადასტურებს. მეორე გოლისას (კრემონეზესთან) კიმი ბურთისკენ მაშინ წავიდა, როდესაც მცველი ფეხით მიდიოდა: მან ამას სახე შეუშვირა.
აქ მარადონა თამაშობდა. გასახდელში მისი ქანდაკება გვაქვს. ბევრი ფეხბურთელი, მოედანზე გასვლის წინ, მას ეხება. აქ იყო ფეხბურთელი, რომელიც იმარჯვებდა და მაყურებლებს ისეთ სანახაობას ჩუქნიდა, რომელსაც ვერ ივიწყებენ. ჩვენც ამას ვცდილობთ,” – თქვა სპალეტიმ.