იტალიის ნაკრებისა და რომას მარცხენა მცველმა, 28 წლის ლეონარდო სპინაცოლამ, წარმატებით გადაიტანა დაშავებული აქილევსის მყესის ოპერაცია და სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ათვლა დაიწყო. მომავალ შეხვედრამდე.“
ექიმები ამბობენ, რომ სპინაცოლა მინდორს დაახლოებით ნახევარ წელიწადს ვერ დაუბრუნდება. ეს ძალიან ცუდი სიახლე იყო რომას ახალი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიოსთვის. და რა თქმა უნდა, იტალიის ნაკრების თავკაც რობერტო მანჩინისთვის. იტალიელები ფინალში არიან და ცხადია, სპინაცოლა ძალიან დააკლდებათ. ის ხომ მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.