სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა სპორტის ფოტოგრაფთა საზოგადოებასთან მემორანდუმი გააფორმა (ვიდეო)

სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა სპორტის ფოტოგრაფთა საზოგადოებასთან მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სპორტის ფოტოგრაფთა საზოგადოების დამფუძნებელმა თამარ კულუმბეგაშვილმა მოაწერეს.

საზოგადოების დამფუძნებლის თქმით, ისინი ფონდთან ერთად არაერთი პროექტის განხორციელებას აპირებენ. როგორც სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა განაცხადა, ასოციაცია აქტიურად დაუჭერს მხარს სამომავლო პროექტებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *