პოპულარულმა საიტმა Scams.info-მ ჩაატარა კვლევა და გამოავლინა სპორტსმენთა სია, რომელთაც სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი ფეიკ გამომწერი ყავთ.
ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს ლებრონ ჯეიმსი.”ლეიკერსის” ფორვარდს ინსტაგრამზე 136,7 მილიონი გამომწერი ყავს, თუმცა Scams.info-ს ინფორმაციით მათი მეოთხედი(დაახლოებით 26,17 %) “ფეიკ ექაუნთია”.
რეიტინგ სიაში მეორე ადგილს იკავებს ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელი ცოტა ხნის წინ გახდა პირველი ადამიანი ინსტაგრამზე, რომელსაც ნახევარი მილიარდი გამომწერი ყავს, თუმცა კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ 124,6 მილიონი გამომწერი ფეიკ ექაუნთებითაა (25,16 %).
ტოპ 10-ში ერთადერთი კალათბურთელი მოხვდა – ლებრონ ჯეიმსი, დანარჩენი სპორტსმენები ფეხბურთის წარმომადგენლები არიან.
1. ლებრონ ჯეიმსი (26,17%)
2. კრიშტიანუ რონალდუ (25,16%)
3. გარეტ ბეილი (24,62%)
4. ქარიმ ბენზემა(24,40%)
5. მარსელო (23,78%)
6.პოლ პოგბა (23,65%)
7. სერხიო რამოსი (23,39%)
8. ლიონელ მესი (23,29%)
9. დევიდ ბექჰემი (23,25%)
10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (23,13%)