დღეს გამთენიისას, კლივლენდში გაიმართა NBA-ს ყველა ვარსკვლავთა მატჩი, რომელშიც ლებრონის გუნდი კევინ დურანტის გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრაში მოგებული სწორედ ის გუნდი ხდებოდა, რომელიც პირველი ჩააგდებდა 163 ქულას. დრამატულ ბრძოლაში, 161:160-ზე ლებრონ ჯეიმსმა ურთულესი მდგომარეობიდან, ტრიალში შეძლო ბურთის კალათში მოთავსება და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა 163:160.
მატჩის საუკეთსო მოთამაშედ სტეფ კარი დასახელდა, რომელმაც 50 ქულა მოიპოვა. NBA-ს ყველა დროის საუკეთესო სნაიპერმა 16 სამქულიანი ჩააგდო და ამით ALL STAR-ის ახალი რეკორდი დაამყარა (ძველი რეკორდი 9 სამქულიანი იყო,რომელიც 2016 წელს პოლ ჯორჯმა დააფიქსირა). სტეფი კარიერაში პირველად გახდა ყველა ვარსკვლავთა მატჩის უძვირფასესი მოთამაშე.
ლებრონის გუნდი – დურანტის გუნდი 163-160 (47:45, 46:49, 45:45, 25:21)
ლებრონის გუნდი
სასტარტო – სტეფ კარი (50 ქულა), იანის ანტეტენკუმპო (30 ქულა+12 მოხსნა+6პასი), ლებრონ ჯეიმსი (24 ქულა+8 პასი), დემარ დეროუზანი (10), ნიკოლა იოკიჩ (10 ქულა+9 მოხსნა+8 პასი).
სათადარიგო – დარიუს გარლანდი (13), ჯარეტ ალენი (10 ქულა+9 მოხსნა), ლუკა დონჩიჩი (8), ფრედ ვანვლიტი (6), ჯიმი ბატლერი (2), კრის პოლი (0).
დურანტის გუნდი
სასტარტო: ჯოელ ემბიდი (36 ქულა+10 მოხსნა), ტრე იანგი (13 ქულა+10 პასი), ენდრიუ ვიგინსი (10), ჯეისონ ტეიტუმი (8), ჯა მორანტი (6)
სათადარიგო – დევინ ბუკერი (20 ქულა), ლამელო ბოლი (18 ქულა), დეჟანტე მიურეი (17 ქულა), ზაკ ლავინი (12 ქულა), კარლ ენტონი თაუნსი (9 ქულა), რუდი გობერი (6 ქულა), კრის მიდლტონი (5 ქულა).