UFC 269-ის პირველ საჩემპიონო ორთაბრძოლაში დიდი სენსაცია დაფიქსირდა – ისტორიაში ყველაზე დომინანტმა ორმაგმა ჩემპიონმა, ამანდა ნუნეშმა უმსუბუქესი წონის ქამარი ჯულიანა პენიასთან დათმო.
პირველი რაუნდი ნუნეშის სასარგებლოდ წარიმართა, თუმცა მეორე რაუნდში მძიმე გაცვლების შედეგად პენიამ მოახერხა ნუნეშის პარტერში ჩაყვანა და მახჩობელა ილეთით გამარჯვების მოპოვება. ნუნეშისთვის ეს პირველი მარცხია 2014 წლის შემდეგ. ბოლო წლების მანძილზე ნუნეში ორი წონის ქამარს აქტიურად იცავდა.