სტადიონი ყატარში… ასეთი მსოფლიოში ერთადერთია

ყატარში კიდევ ერთი სტადიონის მშენებლობა დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონატი სულ 8 სტადიონზე გაიმართება და აქედან 7 უკვე მზადაა. აი, ეს მეშვიდე უნიკალურია: ქალაქ ალ-ხორის „ალ ბეიტი“.

რითია გამორჩეული? მსოფლიოში ერთადერთი სტადიონია, რომელსაც აქვს გადაჭიმული სახურავი…

„ალ ბეიტი“ 60 000 მაყურებელს იტევს. სხვა სტადიების გარდა, აქ ერთი ნახევარფინალიც ჩატარდება. მეტიც, აქ იქნება გახსნის მატჩი 21 ნოემბერს…

ნასერ ალ-ჰაჯრი (სტადიონის მენეჯერი): „არენა ფორმით ჰგავს ტრადიციულ ბედუინურ კარვებს, გაშლილს მთელ სპარსეთის ყურეში. მისი სიზაინი ასახავს ყატარის ისტორიას და აცვენებს, თუ როგორ ცხოვრობდა ყურეში ხალხი ნავთობის მასიური წარმოების დაწყებამდე“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *