სტეფანოს ციციპასი ნახევარფინალშია

მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ჩოგანმა სტეფანოს ციციპასმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში 6:3 6:4 6:2 მოუგო იანიკ სინერსს და კარიერაში მეხუთედ გავიდა დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში.

მთელი შეხვედრის განმავლობაში სტეფანოსი ძალიან დამაჯერებლად აწვდიდა და ერთხელაც კი არ მიუშვა მეტოქე ბრეიკპოინტამდე, თვითონ კი ოთხჯერ დააბრეიკა იტალიელი. 2 საათის განმავლობაში ბერძენს 4 ეისი, 2 ორმაგი და 30 ვინერსი ქონდა, სინერმა კი თავისმხრივ 4 ეისის წილ 1 ორმაგი დაუშვა, 18 ვინერსი შეასრულა და 22-ჯერ უხეშად შეცდა.

დიდი სლემის ტურნირებზე ციციპასმა მე-11 მატჩი ჩაატარა ტოპ 10-ის წარმომადგენლებთან და მეხუთე გამარჯვება იზეიმა. ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში მისი მომდევნო მეტოქე მედვედევ/ალიასიმს შორის გამარჯვებული იქნება.

„ ეს გამარჯვება ჩემს ექიმებს ეძღვნებათ. არცერთ მათგანს არ ეგონა, რომ შევძლებდი ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს, თუმცა მე მათ დავუმტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე სტეფანოსმა.

Leave a comment

Your email address will not be published.