US OPEN-ის მესამე წრეში მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი მოულოდნელად დამარცხდა 18 წლის კარლოს ალკასართან – 3:6 6:4 6:7 6:0 6:7 და ასპარეზობას გამოეთიშა.
მესამე სეტში კარლოსი 2:5-ს აგებდა და მისი ჩამორჩენა ორმაგი ბრეიკით იყო.
როდესაც ციციპასი პირველად აწვდიდა სეტზე ბერძენმა 2 სეტპოინტი მიიღო – პირველი ორმაგი შეცდომით „გააფუჭა“, მეორე კი ალკარასმა მოიგო „ვინერსით“.
5:5-ზე ესპანელ ჩოგბურთელს ისევ საფრთხე შეექმნა – ორმაგი ბრეიკპოინტის მოგერიება შეძლო – პირველი ეისით, მეორე კი შესანიშნავი ბექჰენდით.
18 წლის ესპანელმა კარიერაში მეორედ ჩაატარა 5 სეტიანი მატჩი და მეორედ იმარჯვა.
ალკარასი პირველად თამაშობს US OPEN-ის ძირითად ბადეში და პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის 1/8 ფინალში.
1992 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ესეთი პატარა ასაკის მქონე ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირზე ასე შორს გავიდა (მამაკაცთა ერთეულთა თანრიგი), ბოლოს ეს ანდრეი მედვედევმა შეძლო, 29 წლის წინ როლან გაროსზე.
US OPEN-ის ისტორიაში, 1989 წელს, 1/8 ფინალურ სტადიაზე 17 წლის მაიკლ ჩანგი დაუპირისპირდა 18 წლის პიტ სამპრასს. კარლოსის შედეგი წლოვანების მიხედვით მესამე ადგილზეა.
წელს კარლოსს ოთხივე დიდი სლემის ტურნირზე აქვს ნათამაშები და ყველგან მინიმუმ 1 წრე მაინც გაიარა.
US OPEN-ის მეოთხე წრეში კარლოსის მეტოქე – კვალიფიკანტი პიტერ გოიოვჩიკი იქნება.