მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანმა – სტეფანოს ციციპასმა გაინაღა 2022 წლის შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობა.
წინა წლის მსგავსად, სეზონის შემაჯამებელი ტურნირი ამჯერადაც იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება 13-20 ოქტომბერს.
წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯამში 8 საუკეთესო ჩოგბურთელი იასპარეზებს (2022 წელს მოპოვებული ქულები დაჯამდება და იმის მიხედვით), 4 მონაწილის ვინაობა უკვე ცნობილია: რაფაელ ნადალი, კარლოს ალკარასი, კასპერ რუუდი, სტეფანოს ციციპასი.
დარჩენილი 4 ვაკანტური ადგილისთვის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
დანილ მედვედევი – 3375 ქულა
ანდრეი რუბლიოვი – 3055
ფელიქს ოჟე-ალიასიმი – 2860
ალექსანდრ ზვერევი – 2700
ჰუბერტ ჰურკაჩი – 2635
ტეილორ ფრიცი – 2385
კამერონ ნორი – 2365
იანიკ სინერი – 2310
პაბლო კარენო ბუსტა – 2270
მატეო ბერეტინი – 2225
ნოვაკ ჯოკოვიჩი – 2060
ორშაბათს, ATP ტრადიციულად განაახლებს საკუთარ რეიტინგს, სადაც ერთი დიდი გადანაცვლება მოხდება – მსოფლიოს მეორე ჩოგნის სტატუსს დაკარგავს კასპერ რუუდი და მას იქ რაფაელ ნადალი ჩაანაცვლებს.
ნორვეგიელმა ჩოგბურთელმა მიმდინარე კვირაში უკვე წააგო სეულის ტურნირის 1/4 ფინალში, ხოლო მომდევნო ორშაბათს მას რეიტინგში ჩამოაკლდება შარშან, სან დიეგოში მოპოვებული 250 ქულა(კასპერი სან დიეგოში შარშან მოპოვებულ ტიტულს არ დაიცავს).
2000 წლის შემდეგ, პირველად მამაკაცთა რეიტინგის პირველ და მეორე ნომრებად ერთი ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან. 22 წლის წინ ეს ანდრე აგასიმ და პიტ სამპრასმა შეძლეს(ამერიკელები), ახლა კი იგივე კარლოს ალკარასმა და რაფაელ ნადალმა გაიმეორეს (ესპანელები).