სტეფანო პიოლი: ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ერთერთ ყველაზე დიდ ინტერესს მილანი – ლივერპულის შეხვედრა იწვევს. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით როსონერის მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ისაუბრა.

“ლივერპულს ძალიან სწრაფი და ტექნიკური შემტევები ჰყავს. მერსისაიდელები შეტევაში ძალიან კარგად თამაშობენ, მათ წინააღმდეგ სიფრთხილე გვმართებს. აუცილებლად გუნდურები უნდა ვიყოთ და საჭირო სქემა შევარჩიოთ. ჩვენ მილანი ვართ და აუცილებლად მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. 

მჯერა პლეი-ოფში გასვლა შეგვიძლია. ჩვენ ამის რეალური ძალა გვაქვს და 1/8 ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ.”-განაცხადა იტალიელმა მწვრთნელმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში მილანი 4 ქულით მე-3 ადგილზეა და მეორე ადგილოსან პორტუს 1 ქულით ჩამორჩება, ლივერპული კი 15 ქულით ცხრილის სათავეშია, ბოლო ადგილზე 4 ქულიანი ატლეტიკო გახლავთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *