სტეფ კარის ისტორიული სამქულიანი და გამარჯვება „მედისონ სქვერ გარდენში“

Golden State Warriors guard Stephen Curry reacts after scoring a 3-point basket during the first half of an NBA basketball game against the New York Knicks, Tuesday, Dec. 14, 2021, at Madison Square Garden in New York. Curry hit his 2,974th 3-pointer Tuesday night in the first quarter of the Golden State Warriors' game against the New York Knicks, breaking the record set by Ray Allen. (AP Photo/Mary Altaffer)

საღამო, რომელიც სამუდამოდ ჩაეწერა NBA-ს მრავალფეროვან ისტორიაში.

„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ „ნიუ იორკთან“ მატჩში, პირველი მეოთხედის დასრულებამდე 7:33 წუთით ადრე მეორე სამქულიანი „ჩასვა“ კალათში და ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე მეტი სამქულიანის ჩამგდები კალათბურთელი.

სტეფ კარი – NBA-ს ყველა დროის საუკეთესო სნაიპერი. „გოლდენ სტეიტის“ ოქროს ბიჭუნას 789 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რათა გაეუმჯობესებინა რეი ალენის რეკორდი.

ისტორიული სამქულიანის ჩაგდების შემდეგ „ვორიორზის“ კალათბურთელმა მაშინვე გამიზნული პერსონალური ფოლი აიღო , რათა მწვრთნელს წუთშესვენება აეღო და სტეფს მისცემოდა საკუთარი რეკორდის აღნიშვნის შესაძლებლობა. პარკეტზე შემოვიდა გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ კერი, სტეფის მამა – დელ კარი, რეი ალენი, რეჯი მილერი და ყველამ ერთად მიულოცა ახალ რეკორდსმენს ტიტული – ლიგის სნაიპერებს ახალი მეფე ყავთ – სტეფ კარი.

null

“გოლდენ სტეიტმა” მატჩი 105-96 მოიგო, სტეფ კარიმ კი ისტორიული სამქულიანის შემდეგ კიდევ სამჯერ გაისროლა ზუსტად შორი დისტანციებიდან და მატჩი 22 ქულით “დახურა”.

“ვორიორზის” გამთამაშებელი ისტორიული რეკორდის დასამყარებლად ამაზე უკეთესს ადგილს ნამდვილად ვერ აირჩევდა – საკალათბურთო მექად წოდებული “მედისონ სქვერ გარდენი”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *