NBA-ს რეგულარულ სეზონში გრძელდება „გოლდენ სტეიტის“ დომინანტური სვლა. „ვორიორზმა“ ამჯერად სტუმრად დაამარცხა „კლივლენდი“ 104:89 და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა (13 მოგება, 2 წაგება).
მატჩის საუკეთესო მოთამაშე რათქმაუნდა სტეფ კარი გახდა, რომელმაც 40 ქულა ჩაუგდო „კავალიერზს“ და მორიგი შოუ წარმოდგენა დადგა პარკეტზე.
NBA-ს „პიტერ პენმა“ თამაშიდან 27-ჯერ ესროლა ბურთი და 15 ჩააგდო, სტეფმა პერიმეტრიდან 16-ჯერ გაისროლა და 9-ჯერ ზუსტი იყო.
რეგულარული სეზონის სტარტზე, საწყის 15 მატჩში კარის უკვე 85 სამქულიანი აქვს ჩაგდებული და ამით მან უკვე გააუმჯობესა2018/19 წლების სეზონის, თავისივე დამყარებული NBA-ს რეკორდი – 80 ზუსტი სამქულიანი 15 მატჩში.
რეკორდებში მესამე შედეგიც სტეფს ეკუთვნის – 2015/16 წლების სეზონის სასტარტო 15 მატჩში 74 სამქულიანი ჩააგდო.
2021 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული „გოლდენ სტეიტის“ ლიდერმა სტეფ კარიმ NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩებში უკვე 414 შედეგიანი სროლა განახორციელა, რაც ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია (იგულისხმება კალენდარული წლის შედეგები).
სტეფმა კარიერის განმავლობაშ უკვე 38-ედ შეძლო NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში 9 ან მეტი სამქულიანის ჩაგდება, მეორე-მესამე ადგილზე მყოფ ჯეიმს ჰარდენს და დამიენ ლილარდს ასეთი 9-9 მატჩი აქვთ ჩატარებული, კლეი ტომფსონს 7, ჯეი არ სმიტს 5, ხოლო ლეგენდარულ კობი ბრაიანტს მხოლოდ 4.