სტეფ კარი და მაილზ ბრიჯესი – ნბას კვირის საუკეთესო მოთამაშეები

ნბა-ს 2021/22 წლების სეზონის პირველი სათამაშო კვირის(19-24 ოქტომბერი) საუკეთესო მოთამაშეებად „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი (დასავლეთ კონფერენცია) და „შარლოტის“ ფორვარდი მაილზ ბრიჯესი დასახელდნენ.

გასულ კვირას „ვორიორზმა“ სამივე მატჩი მოიგო, კარის საშალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურებოდა 31 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი.

სეზონის წინ, აუტსაიდერად „მონათლულმა“ „შარლოტმა“ ასევე 3 მატჩიანი მოგებათა სერიით დაიწყო რეგულარული. ბრიჯესის საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურებოდა – 25 ქულა, 8 მოხსნა და 2,7 ჩაჭრა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *