ბაიერნის ფანებმა ლეროი სანეს ისევ უსტვინეს. ეს კიოლთან 3:2 მოგებულ მატჩში. სანე სასტარტოში იყო, ხშირად კარგავდა ბურთს და ტრიბუნებიდანაც აგრესია წამოვიდა. იულიან ნაგელსმანმა სანე შესვენებისას შეცვალა.
ტომას მიულერმა თანაგუნდელი დაიცვა:
“გულშემატკივრებისგან მეტ თანადგომას ველოდები. სანეს ნამდვილად აქვს გუნდში მხარდაჭერა, იგივეს ვისურვებდი ქომაგებისგან. სხვა საშუალება არ არსებობს.
…ფეხბურთელების ცხოვრება რთულია, რადგან ჩვენი ნაბიჯები კონტროლდება და დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. მათ შორის, სანემაც გაგებით უნდა მიიღოსუნდა გადალახოს ეს ბარიერი. მესმის, რომ უსიამოვნოა, მაგრამ უნდა გაუმკლავდეს”.