სტიაუას მწვრთნელი: ამ ეტაპზე ფავორიტი არ არსებობს

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საბურთალო რუმინულ სტიაუას უმასპინძლებს. მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე სტუმართა მწვრთნელმა ანტონ პეტრეამ ისაუბრა.

“ეს ჩვენი პირველი თამაშია წლევანდელი ევროტურნირებზე. ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც წინა ეტაპი დრამატული მატჩით დაძლია. საბურთალო ძლიერი გუნდია და ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. 

იმედია ხვალ კარგად ვითამაშებთ, საამისოდ დიდი გარჯა დაგვჭირდება. მაყურებლებს უნდა ვაჩვენოთ, რომ კარგ ფორმაში ვართ. ბოლო პერიოდში ევროტურნირებზე ფავორიტის ცნება აღარ არსებობს. პირველი რაუნდიც სწორედ ამის დასტური იყო. თუ გვსურს, რომ საბურთალოს ბარიერი დავძლიოთ, კარგად უნდა ვითამაშოთ. შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩვენი გუნდი ფავორიტია. 

ბუნებრივია საბურთალოს თამაში შევისწავლეთ. გუნდს შეუძლია სხვა და სხვა თამაშში სხვა და სხვა სისტემით ითამაშოს. ამისთვის მზად ვართ და ველით, რომ წარმატებას მივაღწევთ. 

ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და მაქსიმალურად კარგ კონდიციებში ყოფნა რთულია. მთელი კონცენტრაცია ამ შეხვედრაზეა. 

ჩვენს კლუბში ყველას გვჯერა, რომ ეს ის სტიაუაა, რომელსაც ხალხი დიდი ხანია იცნობს. ვერ ვხედავ იმის მიზეზს, თუ რატომ არ უნდა ჩაითვალის ჩვენი გუნდი, ყველასთვის ცნობილი სტიაუას სამართალმემკვიდრედ.” – განაცხადა რუმინელმა მწვრთნელმა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.