სტივ კერი:“დრაიმონდ გრინი მსოფლიოს საუკეთესო დამცველი კალათბურთელია“

„გოლდენს სტეიტის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა გუნდის ლიდერ დრაიმონდ გრინზე და მის უდიდეს როლზე გუნდში.

„დრეიმონდი, ჩემი აზრით საუკეთესო დამცველია მსოფლიო კალათბურთში.

რასაც ის აკეთებს მოედანზე, მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობების ხარჯზე არაა, ეს არის თამაშის ხედვა და უმაღლესი საკალათბურთო აი ქიუ (IQ).

null

მისი უნივერსალიზმი თითოეულ ეპიზოდში იგრძნობა – თუ როგორ მარტივად შიფრავს მეტოქის გადაწყვეტილებას, რომელ მხარეს უნდა გააკეთოს პასი ან რა აქვს ჩაფიქრებული. როდესაც თვითონ არის ბურთით პერიფერიული მხვედელობით აკონტროლებს ოთხივე თანაგუნდელს, მათ ყველა მოძრაობას და მზად არის იდეალური პასი გაუკეთოს იდეალურ მომენტში.

ასეთი უნივერსალიზმი დრაიმონდს საშუალებას აძლევს როგორც უკანახაზელების, ასევე წინა ხაზელების წინააღმდეგ კალათბურთელის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვას თავი“ – განაცხადა კერმა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის გრინი სიმაღლეში 201 სმ-ია. კარიერის განმავლობაში იგი ოთხჯერ მოხვა NBA-ს საუკეთესო დამცველთა პირველ სიმბოლურ ხუთეულში, ხოლო 2016/17 წლების სეზონში კი ლიგის საუკეთესო დამცველის პრიზი მოიპოვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *