სტივ კერი – „DREAM TEAM”-ის მთავრ მწვრთნელად?

ცნობილი გახდა საკალათბურთო სპეციალისტი, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით გახდება ამერიკის შეერთებული შტატების საკალთბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ინსაიდერ, მარკ შტეინის ინფორმაციით „გოლდენ სტეიტის“ დამრიგებელი – სტივ კერი უმთავრესი ფავორიტია, რათა გახდეს DREAM TEAM”-ის ახალი მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ გრეგ პოპოვიჩმა ა.შ.შ-ს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ დატოვა. ამერიკელებმა იაპონიაში ოქროს მედლები მოიგეს, სტივე კერი კი „პოპის“ ასისტენტი გახლდათ.

null

საკალათბურთო კარიერის განმავლობაში სტივი ხუთჯერ გახდა ნბას ჩემპიონი – (1996, 1997, 1998 წლებში „ჩიკაგოში“, 1999 და 2003 წლებში ‘სან ანტონიოსთან“ ერთად), ხოლო როგორც მწვრთნელს სამჯერ აქვს მოგებული საჩემპიონო ბეჭედი – 2015, 2017 და 2018 წლებში.

2016 წელს კერის გაწვრთნილმა „გოლდენ სტეიტმა“ ნბა-ს რეკორდი დაამყარა – რეგულარულ გათამაშებაში მოიგო 73 შეხვედრა (9 მარცხი), სტივი კი ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

null

გაცნობებეთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ამერიკის საკალათბურთო ნაკრებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა – გენერალური მენეჯერის პოზიციაზე ჯერი კოლანჯელო გრანტ ჰილმა ჩაანაცვლა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *