სტუმრებმა ყველა მოიგეს

ლელო-ბათუმი 22:31
ლელო: ლ – ზამთარაძე. 5ს – ხუციშვილი, ასათიანი (4)
სინბინი: ზღუდაძე, მამამთავრიშვილი
ბათუმი: 4ლ – ქოიავა, მენაბდე, მამრიკიშვილი, წიკლაური. 2ს,გ – მ.ნინიძე
სინბინი: კოპაძე
გაძევება: ჯიჯავაძე
მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

მე-11 ტურის ხუთივე მატჩში სტუმრებმა მოიგეს. დღეს კი, მხოლოდ ორი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ლიდერი ბათუმი თბილისში ლელოს სტუმრობდა და 31:22 გაიმარჯვა.

ლელომ პირველ ტაიმში მომხვდურს სერიოზული ბრძოლა გაუმართა და ერთხელ, 26-ე წუთზე ანგარიშში მინიმალური სხვაობით დაწინაურდა კიდეც – 9:8. ამის მერე ინიციატივას ბათუმი დაეუფლა. პირველი ტაიმი 13:9 მოიგო. შესვენების შემდეგ კი, ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და მასპინძლებს სანუგეში საპრემი ქულაც არ დაანება.

მატჩის საუკეთსო მორაგბე ყოფილი ლელოელი, ამ კლუბის გაზრდილი, ამჯერად კი ბათუმის მეორეხაზელი სანდრო ქოიავა გახდა.


ლოკომოტივი-ყოჩები
13:33
ლოკომოტივი: ლ – არაბული. 2ს,გ – წიკლაური
სინბინი: წიკლაური
ყოჩები: 4ლ – გოგოლაშვილი, ჩხაიძე, მჭედლიშვილი. 3ს,2გ – მალაღურაძე.
სინბინი: გენებაშვილი
მსაჯი: გიგა მშვენიერაძე

არანაკლებ დაძაბული გამოდგა პირველი ტაიმი თბილისის ლოკომოტივისა და ბოლნისის ყოჩების მატჩში. ყოჩებმა მატჩის პირველი ნახევრის მოგება ბოლო წამებზე მოაერხეს – 15:13. შეხვენების შმდეგ კი, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი რკინიგზელთა გუნდი ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. ისე, რომ ლოკომოტივმა მონაგარის გაზრდა ვერაფრით შეძლო.

ყოჩებმა მეტოქესჯამში ოთხი ლელო გაუტანა (აქედან სამი მეორე ტაიმში) და ერთი საპრემიო ქულაც მიითვალა. ორი ლელო გარემარბის ლევან გოგოლაშვილის ანგარიშზეა და მატჩის საუკეთესო მორაგბედაც ის აღიარეს.

XI ტური
არესი-აია 28:38
იუნკერები-ყაზბეგი 20:27
ხარები-აკადემია 12:25

სატურნირო მდგომარეობა

1.ბათუმი – 48 ქულა, 2. ყოჩები – 39, 3. ხარები – 33, 4. აკადემია – 31, 5. ლელო – 26, 6. აია – 24, 7. არესი – 20, 8. ლოკომოტივი – 20, 9. იუნკერები – 10, 10. ყზბეგი – 8

 

Leave a comment

Your email address will not be published.