სუარესი ისევ პრემიერლიგაში? რეალურია

შესაძლოა, ლუის სუარესი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ასტონ ვილას ვარიანტი რეალურია. რამდენიმე დღის წინ AS-მა დაწერა ამ თემაზე, ჟურნალისტმა ჟერარ მორენომ კი ღნიშნა, რომ მხარეებმა უკვე ისაუბრეს.

ასტონ ვილას სტივენ ჯერარდი წვრთნის. ჯერარდი და სუარესი კი თანაგუნდელები იყვნენ ლივერპულში.

როგორც იცით, სტივი ჯიმ ერთი ყოფილი თანაგუნდელი უკვე მიიყვანა გუნდში და ისიც ლა ლიგიდან: ბრაზილიელი კოუტინიო. ახლა სუარესის ჯერია?

ლუის სუარესი ატლეტიკოში შარშან ესპანეთის ჩემპიონი გახდა, მაგრამ ამ სეზონში გუნდიც მოსუსტებულია და თავადაც ვეღარაა გოლების გარანტი: მხოლოდ 7 გოლი სეზონში…

ურუგვაელს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *