სუარესი: მესი პარიზში იტანჯება

ურუგვაელმა ლუის სუარესმა ჟურნალისტებს მოუყვა, რომ ლეო მესის ახალ გუნდში ადაპტაცია უჭირს. უფრო სწორედ, გუნდი კი არა, ამინდია პრობლემა…

„ჩვენ თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ, რომ საფეხბურთო მოლოდინებზე არ გავამახვილოთ ყურადღება. ვსაუბრობთ უკვე გამართულ მატჩებზე, გოლებზე, ოჯახებზე… მესიმ მითხრა, რომ პარიზში სიცივეა და ასეთ ამინდში, თოვლში ვარჯიშით იტანჯება. ყინვას შეგუება სჭირდება. ასეა“ (TNT Sports)

შეგახსენებთ, მესიმ რამდენიმე დღის წინ მეშვიდე ოქროს ბურთი მოიგო. სწორედ სუარესმა გადასცა პრიზი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *