სუარესი 15 წლით უკან?

ლუის სუარესი თავისუფალი აგენტია და წინა დღეებში რაც იწერებოდა, ყველაზე რეალური არგენტინულ რივერ პლეიტში გადასვლა იყო. თუმცა დღეს გაჩნდა ინფორმაცია, რომ 35 წლის ურუგვაელი ყოფილ კლუბს სურს… ამსტერდამის აიაქსს. (The Sun)

სუარესი 2007 წელს ნიდერლანდური გრონინგენიდან იყიდა აიაქსმა. 4 მაგარი სეზონი და მერე იყო ტრანსფერი ლივერპულში.

აიაქსი მინიმუმ ერთ თავდამსხმელს დაიმატებს, რადგან მთავარი კაცი სებასტიან ალერი დორტმუნდში გაყიდეს და კლუბს დამატებითი თანხაც გაუჩნდა.

ამსტერდამელთა ახალმა მწვრთნელმა ალფრედ შრიოდერმა სუარესის თაობაზე თქვა:

„სუარესის მოყვანაზე ვერ გეტყვით. სასწაული ფეხბურთელია. ვიცი, როგორც თამშობდა ბარსელონაში, ლივერპულში, აიაქსში და ბოლოს ატლეტიკოშიც, მაგრამ გადმოსვლაზე  ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი…“

Leave a comment

Your email address will not be published.