ოლე-გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ მანჩესტერ იუნაიტედში ადრეც ჰქონია რთული პერიოდები, მაგრამ ყოველთვის გადაულახავს. და ამჯერადაც იმედი აქვს, რომ ასე მოხდება. ნორვეგიელმა ფეხბურთელობის დროინდელი წლებიც იგულისხმა.
„ჩემი 18 წელი მანჩესტერ იუნაიტედში მხოლოდ ამ რამდენიმე კვირით არ შეფასდება. არ დავუშვებ, რომ მხოლოდ ამ რამდენიმე ჩავარდნით შემაფასონ.
…რთულ სიტუაციებს უკვე გადავაწყდი. ასეთი 2-3 შემთხვევა მქონდა და ყოველთვის ვახერხებდი გამკლავებას. მძიმე კვირა გვქონდა და ლივერპულთან მატჩი გავაანალიზეთ. ჩემი მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელებს საუკეთესო თვისებები გამოვავლენინო“ (Sky Sports)
ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ მანჩესტერის ფეხბურთელების უმრავლესობა სულსერს მხარს უჭერს. მათ შორისაა კრიშტიანუ რონალდუც.