სულშერი: ხმები? რაც აქ მოვედი, სულ ხმებია…

მანჩესტერული დერბის დიდი მოლოდინი… ოლდ ტრაფორდზე 6 ნოემბერს იუნაიტედი-სიტი გაიმართება. წითელი ეშმაკების მწვრთნელი ოლე-გუნარ სულშერი ისევ ყურადღების ცენტრშია. ბევრი ფიქრობს, რომ წაგების შემთხვევაში ნორვეგიელს პოსტის დატოვება მოუწევს.

სულშერი იმედიანადაა:

„ეს დერბია. ყველამ ვიცით, რა მნიშვნელობის მატჩი გველის. ტრიბუნებზე ისეთი დაძაბულობაა, თითქოს ჰაერიც კი დამუხტულია. თავიდანვე მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა დავიწყოთ. ძლიერი გუნდი გვყავს და ფეხბურთელებმა იციან, რომ ერთმანეთის თანადგომა სჭირდებათ.

…ხმები? ეს მანჩესტერ იუნაიტედია, ამ დიდ კლუბზე სულ ლაპარაკობენ. ხმები სულ მესმოდა იქიდან მოყოლებული, როცა აქ პირველად მოვედი. როცა ამ გუნდის მწვრთნელი ხარ, უნდა იცოდე, რომ იოლი გასეირნება არ გელის“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *