ოლე-გუნარ სულშერის თავს დიდი ამბებია. The Thelegraph-ის ცნობით, მანჩესტერის ხელმძღვანელობა მისი გაშვება-არგაშვების საკითხს 3 მატჩის შემდეგ გადაწყვეტს. სწორედ უახლოეს 3 შეხვედრაზეა დამოკიდებული ნორვეგიელის ბედი.
უახლოეს 3 მატჩში მანჩესტერი ჯერ პრემიერლიგაში ტოტენჰემს შეხვდება, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ატალანტას, შემდეგ კვლავ შიდა ასპარეზზე გადმოინაცვლებს, სადაც მანჩესტერულ დერბიში სიტის ეთამაშება.
მანჩესტერი პრემიერლიგაში 14 ქულით მე-7 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში კი 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს.