“სულ, სულ! მომდევნო დერბი 10 კაცით დავიწყოთ?..”

რეალი-ატლეტიკო 1:1. როხიბლანკოს არგენტინელი ანხელ კორეას გაძევებამ რეზონანსი გამოიწვია. ეს 0:0-ზე მოხდა, 64-ე წუთზე, კორეას ანტონიო რიუდიგერისთვის იდაყვის ჩარტყმისთვის დაატოვებინეს მინდორი…

ატლეტიკოს მეკარე იან ობლაკმა თქვა:

„ეპიზოდი ყველამ ნახეთ. ბოლო 5 მადრიდულ დერბიში ყოველთვის გვიგდებენ კაცს. იქნებ მომდევნო დერბი პირდაპირ 10 ფეხბურთელით დავიწყოთ?“ (Marca)

დიეგო სიმეონეც მიიჩნევს, რომ კორეა უსამართლოდ გააძევეს:

„ასეთ „დარტყმებზე“ რომ ფეხბურთელებს აძევებდნენ, მინდორზე არავინ დარჩებოდა. რიუდიგერის სიმაღლე 194 სანტიმეტრია, როცა კორეამ „დაარტყა“, წაიქცა და მერე კი უცებ ადგა. შესაძლოა ყვითელი ბარათი მისაცემი იყო, მაგრამ წითელი არა. ყოველთვის, როცა აქ ჩამოვდივართ, ჩვენს წინააღმდეგ ხდება ამბები“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *