სუპერბონმა პეტროსიანი ბრუტალურად დაანოკაუტა [VIDEO]

One Championship-ის გრან პრი, რომელშიც დავით ქირიამ პირველი გამარჯვება მოიპოვა, ქვემსუბუქი წონის სატიტულო დაპირისპირებამ დახურა. უდაოდ ყველა დროის საუკეთესო კიკბოქსიორის, ჯორჯიო პეტროსანს (104 მოგება, 2 მარცხი) ქამარი ტაილანდელი სუპერბონის წინააღმდეგ უნდა დაეცვა. პირველი რაუნდი პეტროსიანის უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე რაუნდის დასაწყიში სუპერბონის ძლიერმა მარჯვენამ ჯიორჯიო უგონოდ მიწაზე დაანარცხა. 2013 წლის შემდეგ ეს პეტროსიანისთვის პირველი მარცხი იყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *