სუპერთასის ფინალში “ელ კლასიკო” გველოდება

სევილიაში სტარტი აიღო ესპანეთის საკალათბურთო სუპერთასის გათამაშებამ. ტურნირში მონაწილეობას 4 გუნდი იღებს – მასპინძელი “ბეტისი”, ქვეყნის ჩემპიონი “რეალ მადრიდი”, თასის მფლობელი “ბარსელონა” და ACB ლიგის მესამე ადგილოსანი “ხოვენტუდი”.

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ორი რეალი დაუპირისპირდა – ბეტისი მადრისი წინააღმდეგ. სევილიური გუნდი დებიუტანტი გახლდათ ამ მინი ტურნირზე და ეს მატჩის მიმდინარეობასაც დაეტყო. მადრიდელებმა საკმაოდ იოლად – 100:69 მოიგეს შეხვედრა და ფინალის საგზურიც მოიპოვეს.

null

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე მადრიდის რეალის ახალწვეული ჯანან მუსა გახდა. ბოსნიელმა უკანახაზელმა 23 წუთში 21 ქულა+6 პასი+4 მოხსნა მოაგროვა, მისი მარგიქმედების კოეფიციენტი კი +33 გაუტოლდა.

მუსამ მაღალი პროცენტით ესროლა ბურთები მეტოქის კალათისკენ – 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 ქულიანი 5-დან 3. ჯანანმა სამი ერთქულიანი ტყორცნაც შეასრულა და არ შემცდარა.

ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონებმა ოთხივე მეოთხედი მოუგეს მასპინძლებს (25:21, 17:14, 26:13, 32:21) და ერთი წამითაც არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ საკუთარი წარმატება.

სტუმართა რიგებში ასევე გამოირჩა გაბრიელ დეკი. არგენტინელმა ფორვარდმა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში საკმაოდ ბევრი იმუშავა და 17 ქულა+6 მოხსნა+2 პასი მოაგროვა.

მეორე ნახევარფინალი გაცილებით უფრო მეტ ინტრიგას ინარჩუნებდა, სადაც “ბარსელონა” “ხოვენტუდს” უპირისპირდებოდა. კატალონიური გუნდი გამარჯვების უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ბადალონიელებმა შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყეს და პირველივე წუთებიდანვე ხელთ იგდეს ანგარიშში ლიდერობა.

“ხოვენტუდის” დებიუტანტმა კაილ გაიმ (გადმოვიდა “მაიამი ჰიტიდან”) პირველივე მეოთხედში 3 შორეული ტყორცნის რეალიზება შეძლო და ბადალონიელები 22:18 დაწინაურდნენ.

მეორე პერიოდში ელენსონი+პარას დუეტი გააქტიურდა, რომელთაც 3 წამიანი ზონიდან ეხმარებოდა ანტე ტომიჩი. ხორვატმა ცენტრმა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში დიდი სამუშაო გასწია და საკუთარ გუნდს პირველი ტაიმი 7 ქულიანი სხვაობით მოაგებინა 46:39.

null

მეორე ტაიმის სტარტზე “ბარსელონა” “აფეთქდა” – ნიკო ლაპროვიტოლა საკალათბურთო ღმერთის რეჟიმზე გადაერთო – ესროდა ბურთებს კალათისკენ და უბრალოდ არ აცილებდა. არგენტინელმა გამთამაშებელმა ზედიზედ 6 სამქულიანი ჩააგდო და კატალუნიელებს დიდი უპირატესობა მოუტანა.

“ბარსას” რიგებში წარმატებული დებიუტი ქონდა ჩეხურ დუეტს – სატორანსი+ვესელი. გადამწყვეტ მომენტებში მაღალი სიზუსტით ისროლა ბურთი კალათისკენ სერტაკ შანლიმ.

კატალონიურმა საკალათბურთო გრადმა მეორე ტაიმი 52:28 მოიგო, ხოლო მატჩი 91:74.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა ლაპროვიტოლა გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა+6 მოხსნა+4 პასი იყო.

დღეს, თბილისის დროით 20:30-ზე ესპანეთის სუპერთასის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც “ელ კლასიკოს” ვიხილავთ: მადრიდის რეალი კატალონიის ბარსელონას წინააღმდეგ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *