სუპერ ბრძოლის მოლოდინში – კონორი და მაქსი შეთანხმდნენ

UFC-ს სუპერვარსკლავები, კონორ მაკგრეგორი და მაქს ჰოლოვეი რემატჩზე სოც. ქსელში, სიტყვიერად შეთანხმდნენ. მაკგრეგორმა თვითერზე მათი 2013 წელს ჩატარებული ბრძოლიდან ფოტო დადო, რაზეც მაქსმა უპასუხა რომ ის თანახმაა, მარტში იბრძოლონ.

კონორი და მაქსი პირველად ერთმანეთს ჯერ კიდევ UFC-ში პირველი ნაბიჯების გადადგმისას დაუპირისპირდნენ. 3 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ გამარჯვება კონორმა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა. ამის შემდეგ მათი გზები გაიყო, კონორმა მალევე მოახერხა აღნიშნულ წონაში ჩემპიონობის მოპოვება და წონა შეიცვალა, მოგვიანებით კი ამ ქამარს მაქსი დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ კონორსაც და მაქსსაც, თავიანთ პრინციპულ მეტოქეებთან, კონორს დასტინთან, ხოლო მაქს ვოლკანოვსკითან, ზედიზედ ორი მარცხი აქვთ. როგორც ჩანს, ჰოლოვეისთვის და კონორისთვის, რევანშის აღებაზე მიმზიდველი მათი სუპერ ბრძოლის განცხორციელებაა, რაც უდაოდ საოცარი სანახაობისა და უამრავი გაყიდული ტრანსლაციის მომასწავებელია. კითხვის ნიშნის ქვეშაა ასევე წონა, სადაც მათი პოტენციური დაპირისპირება შეიძლება გაიმართოს. მაქსი ქვემსუბუქ წონაში ასპარეზობს, კონორი კი დივიზიონებს ხშირად იცვლის, ყველაზე რეალურად მაინც მსუბუქი წონა მოიაზრება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *