შავი ლომი-თელავივ ჰითი 29:17
შავი ლომი (15-9) ხმალაძე, მოდებაძე (თოდუა 67), თაფლაძე, შარიქაძე, ლაშხი (ლომიძე 78), მატკავა, პერანიძე (მარგალიტაძე 67); (1-8) აბულაძე (ხატიაშვილი 51), მამუკაშვილი (ზამთარაძე 51), პატარაია (ჩხარტიშვილი 55), ჭეიშვილი, ბაბუნაშვილი, აფციაური (აქუბარდია 57), მამამთავრიშვილი, ივანიშვილი.
4ლ: საჯარიმო, თაფლაძე, ხმალაძე, მატკავა, 2გ,ს: მატკავა
მსაჯი: პაბლო დუარტე
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე გათამაშება ისევ შავი ლომის გამარჯვებით დასრულდა. ქართულმა ფრანჩაიზმა ავჭალის სარაგბო სტადიონზე ფინალში ისრაელის თელავივ ჰითი დაამარცხა 29:17.
ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავად ითამაშეს პირველ ტაიმში, რომელიც 22:3 მოიგეს. თამაშის დაწყებიდან 12 წუთი იყო გასული, როცა შავი ლომი უკვე 15:0 იგებდა.
ჰითის მორაგბეები ჩვენს 22-მეტრიან ზონაში მხოლოდ ერთხელ შემოვიდნენ და ერთი საჯარიმო დარტყმით სამი ქულა აიღეს. დანარჩენი დროის განმავლობაში თამაშს შავი ლომი აკონდროლებდა, რასაც სამი უპასუხო ლელო მოჰყვა.
მეორე ტაიმი ისევე აქტიურად დავიწყეთ, როგორც პირველი და მალევე შავი ლომის მგეზავმა ლუკა მატკავამ ლამაზი ლელო გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე ორი გარდასახვა და საჯარიმოა – 29:3.
ამის შემდეგ შავი ლომის მორაგბეები ოდნავ მოდუნდნენ და მეტოქემ ორი ლელოს გატანა მოახერხა. თუმცა, ამის მეტი ვეღარაფერი შეძლო და საბოლოოდ გამარჯვება შავ ლომს დარჩა – 29:17.
საჯარიმო ლელოს გადრა, შავი ლომის მონაგარი ლუკა მატკავას, დემე თაფლაძისა და ლაშა ხმალაძის ლელოებია. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი უკანახაზელია.