სუპერ მატჩი – გერმანია იაპონიასთან დამარცხდა

DOHA, QATAR - NOVEMBER 23: Manuel Neuer and Germany players leap for the free kick during the FIFA World Cup Qatar 2022 Group E match between Germany and Japan at Khalifa International Stadium on November 23, 2022 in Doha, Qatar. (Photo by Maja Hitij - FIFA/FIFA via Getty Images)

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი მატჩი გაიმართა და მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. გერმანია იაპონიას შეხვდა და ბრწყინვალე მატჩში 1:2 დამარცხდა.

პირველმა ტაიმმა თავიდან ბოლომდე ბუნდესგუნდის უპირატესობით ჩაიარა. ბურთის ფლობა, სახიფათო მომენტები, ტერიტორიული უპირატესობა… ეს ყველაფერი ფლიკის გუნდის ხელთ იყო და საწყისი 45 წუთი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში და განსაკუთრებით ტაიმის მეორე ნახევარში, სულ სხვა იაპონია ვიხილეთ. აზიელებმა რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთი ითამაშეს და 2 გოლი გაიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანია იაპონიასთან დამარცხდა, მაინც ვთვლით, რომ ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ევროპელებმა თუ ის ფეხბურთი ითამაშეს, რაც პირველ ტაიმში, ამ გუნდის დამარცხება ძალიან ძნელი იქნება.

ასე და ამ გვარად მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის საუდის არაბეთთან მარცხის შემდეგ, მეორე სენსაცია ვიხილეთ. კვლავ 1:2, კვლავ ქამბექი და ფავორიტმა ანგარიში აქაც 11 მეტრიანით გახსნა.

საუკეთესო ფეხბურთელი

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ტაკუმა ასანო მიგვაჩნია, რომელიც თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო და გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, ისედაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. აქვე უნდა ვთქვათ, ჯოშუა კიმიხზე. გერმანელმა შესანიშნავი გადაცემები გააკეთა და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს.

გერმანია 1:2 იაპონია

გოლები: გიუნდოგანი (33 პენ), დოანი (75), ასანო (83).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *