სუფთა სათამაშო დრო ფეხბურთში?

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ახალი იდეა გააჟღერა. ინფანტინოს ასეთები არ ეშლება, ხან მუნდიალი ორ წელიწადში, ხან ევროპის ჩემპიონატი ასევე ორ წელიწადში, ახლა კი სუფთა სათამაშო დროის შემოღებაზე ისაუბრა…

„ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა არსებობს და უნდა ვიფიქროთ. ტაბუდადებული თემა ჩვენთან არ არსებობს.

…პრობლემები არის: თუ გუნდი იგებს და ფეხბურთელი რაღაცას იტკივებს, მოედანზე ისე წევს, თითქოს მეხი დაეცა. მაგალითად, ქალთა ფეხბურთში ასეთები არ ხდება.

…არასწორია, რომ სუფთა სათამაშო დრო 90 წუთიდან 47-48 წუთია. მეტი უნდა იყოს, თუნდაც 60. ზოგადად კი, მე VAR-ის წინააღმდეგიც ვიყავი თავიდან, მაგრამ ყველამ დავინახეთ მისი უპირატესობა.

…რაც ფეხბურთს დაეხმარება, ყველაფერს მივესალმებით. ამასთან ვაპირებთ თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების შეცვლას, რათა უპირატესობა შემტევს ჰქონდეს“ (ტელეკომპანია RAI Sport)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *