სხვა დროა… რონალდომ საუკეთესო 9 ნომერი დაასახელა

(190102) -- DUBAI, Jan. 2, 2019 (Xinhua) -- Ronaldo Nazario de Lima, Chairman of Real Valladolid speaks during the 13th edition of the Dubai International Sports Conference, at Madinat Jumeirah in Dubai, the United Arab Emirates (UAE), on Jan. 2, 2018. (Xinhua/Mahmoud Khaled)

ბრაზილიელმა რონალდომ Bobo TV-ში საინტერესო ამბებზე ისაუბრა. ფენომენი თვლის, რომ დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი ქარიმ ბენზემაა.

„ბენზემა. ეს უეჭველად. მის მერე ლევანდოვსკი. ჰოლანდი მომავალში საუკეთესო გახდება, მაგრამ ჯერჯერობით ბენზემა და ლევანდოვსკი სჯობნიან.

…მბაპეც ძალიან ძლიერია. წავიკითხე, რომ მან რეალთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც წელიწადში 50 მილიონ ევროს მიიღებს. საოცარია. აშკარად სხვადასხვა დროს მოგვიწია თამაში“.

რონალდომ ყურადღება გაამახვილა დროში და მიდგომაში სხვაობებზე. ჩვენ დროს არანორმალურად ბევრი მეგობარი გოგონა გვყავდა, ახლანდელი ვარსკვლავები კი მოედანს მიღმა გაცილებით მოწესრიგებულები არიან, რეჟიმს იცავენ, სწორად იკვებებიან და დროულად იძინებენო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *