სხირტლაძე დინამოში დაბრუნდა

დავით სხირტლაძე კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ხელშეკრულების გაგრძელების პერსპექტივით გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ სხირტლაძე დინამოში შარშან ზაფხულიდან დეკემბრამდე გამოდიოდა, დავითმა თბილისელთა მაისურით 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. დინამოს შემდეგ სხირტლაძემ დანიურ ვიბორგს მიაშურა, სადაც 14 უგოლო შეხვედრა ჩაატარა.

ქართველ ფორვარდს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობის პერიოდში მან ეროვნულ გუნდშიც ითამაშა, სადაც 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *