მსოფლიო რეიტინგის 144-ე ჩოგანმა ალეხანდრო ტაბილომ კორდობას 250-იანთა კატეგორიის ტურნირის ნახევარფინალში 6:3 7:6 სძლია დიეგო შვარცმანს და კარიერაში პირველად გავიდა ფინალში.
დიეგოსთვის შეხვედრის სტარტი კატასტროფული გამოდგა – მსოფლიო რეიტინგის მე-14 ჩოგანმა საწყისი 4 გეიმი დათმო და სოლიდური სხვაობით ჩამორჩა მეტოქეს.
შვარცმანი გვიან გამოფხიზლდა – ერთი უკუბრეიკის შესრულება შეძლო, თუმცა სეტი მაინც ვეღარ გადაარჩინა 3:6.
მეორე პარტია კორტების მასპინძლემა უკეTესად დაიწყო – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა, თუმცა შვარცმანს მორიგი ჩავარდნა ელოდა წინ, როდესაც მან ამჯერადაც ზედიზედ 4 გეიმი დათმო და ახლა უკვე ტაბილო იგებდა 4:2.
დიდი მონდომების და წვალების შედეგად, მე-10 გეიმში არგენტინელმა უკუბრეიკი შეასრულა და მალე სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა.
„საჩოგბურთო ლატარეაში“ ოდნავ უკეთესი მაინც ტაბილო გამოდგა, რომელმაც 8:6 იმარჯვა და კარიერაში პირველად დაამარცხა ტოპ 15-ის წარმომადგენელი 6:3 7:6.
კორდობას ტურნირის ფინალურ მატჩში ალეხანდროს მეტოქე ესპანელი ალბერტ რამოს ვინოლასი იქნება, რომელმაც თავისმხრივ 7:6 6:4 სძლია ხუან იგნასიო ლონდეროს.